Jump to content
Planeta.Ge

"უარი რუსეთთან პირდაპირ ფრენებს" - დღეს პარლამენტთან 19:00 საათზე აქციაა დაგეგმილი


ავტორი:თამთა ჯიჯავაძე

დღეს, 15 მაისს, 19:00 ზე პარლამენტის უკან დაგეგმილია აქცია - "უარი რუსეთთან პირდაპირ ფრენებს".

აქციის ორგანიზატორი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფია, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ შექმნეს პეტიცია „უარი ეთქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას და შემოღებული იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის“. პეტიციას უკვე 6000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

„ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ვართ ჩვეულებრივი მოქალაქეები რომლებიც ვაპროტესტებთ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას.

• მაშინ როდესაც რუსული რაკეტები დაფრინავენ უკრაინაში და ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიფრინოთ რუსული თვითმფრინავებით.
• რუსეთთან დაახლოება გამოიწვევს საქართველოს დასანქცირებას და ევროპისგან დაშორებას.

15 მაისს, 19:00 ზე პარლამენტის უკან ვაორგანიზებთ მშვიდობიან აქციას - უარი რუსეთთან პირდაპირ ფრენებს“, - აცხადებენ პეტიციის და დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები.

შეგახსენებთ: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა საქართველოსთვის დაწესებული ავიაემბარგოს გაუქმებას. აღნიშნული ემბარგო 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ იყო დაწესებული, რის გამოც, რუსეთთან ავიამიმოსვლა მესამე ქვეყნების (ძირითადად სომხეთის) გავლით ხორციელდებოდა. პირდაპირი ფრენების ნებართვა 15 მაისიდან გაიცა. 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას 90 დღემდე ვადით უვიზოდ შეძლებენ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...