შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 15 – 16 მაისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსაური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიმა გაფაროვასთან.
შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის სპეციალურ სხდომაზე, რომელიც ჰეიდარ ალიევი 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.