უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური - ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ ბახმუტში წინსვლა და მტრის განადგურება შეგვიძლია
ბახმუტის დაცვა გრძელდება და ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ უკრაინას შეუძლია წინ წაიწიოს და რუსულ ძალებს დაუპირისპირდეს, - ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა.
„ჩვენი ჯარების წინსვლა ბახმუტის მიმართულებით - ეს არის პირველი წარმატებული შეტევითი ოპერაცია ქალაქის თავდაცვაში“, - აღნიშნა სირსკიმ.
მისი თქმით, ქალაქის დასაცავად ყველა საჭირო გადაწყვეტილება მიღებულია.
„ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ ასეთ უკიდურესად მძიმე პირობებშიც კი შეგვიძლია წინსვლა და მტრის განადგურება. ბახმუტის დაცვის ოპერაცია გრძელდება. დაცვისთვის ყველა საჭირო გადაწყვეტილება მიღებულია“, - აღნიშნა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.