Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - დღეს პარლამენტი განიხილავს ცვლილებებს საერთო სასამართლოების კანონში და ცესკოს დაკომპლექტების წესში, რითაც საკანონმდებლო დონეზე იქვემდებარებს ცესკოს


დღეს პარლამენტი განიხილავს ცვლილებებს საერთო სასამართლოების კანონში და ცესკოს დაკომპლექტების წესში, რომლითაც ხელისუფლება არ თმობს უკანონო გავლენებს სასამართლოზე და საკანონმდებლო დონეზე იქვემდებარებს ცესკოს., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.

 
მისი, თქმით, ორივე ცვლილება პირდაპირ უკავრშირდება ევროკავშირის 12 რეკომენდაციას და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ქვეყანაში.

 
"სასამართლოს ნაწილში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა იყო 19 აპრილის შეთანხმების, მოგვიანებით ევროკავშრის 12 პუნქტის და ბოლოს უკვე ვენეციის კომისიის დასკვნის მთავარი რეკომენდაცია.
წარმოდგენილი ცვლილებები არც ამჯერად ეხება საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმას. შესაბამისად, არ სრულდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და 12 პუნქტიანი რეკომენდაციის მე-3 პუნქტი.
ცესკოს ნაწილში, ცესკოს თავმჯდომარეს და 7 წევრს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტის ნაცვლად. როგორც თავმჯდომარე, ისე წევრები, ხმების 2/3-ის (ანუ 100 ხმის) ნაცვლად, აირჩევა უბრალო უმრავლესობით (76 ხმით). ამასთან, უბრალო უმრავლესობით ცესკოს თავმჯდომარე და წევრები სრული ვადით - 5 წლით აირჩევიან. დღეს მოქმედი რედაქციით, სრული ვადით ასარჩევად საჭიროა ხმების 2/3. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანამდებობაზე ყოფნის ვადაა 6 თვე. ანუ, შემოთავაზებული ცვლილებით ცესკოს თავმჯდომარის და წევრების სრული ვადით არჩევა მხოლოდ მმართველი პარტიის ხელში გადადის და გამოირიცხება ყველანაირი დებულება, რაც ცესკოს დამოუკიდებლობას საკანონმდებლო დონეზე მაინც უზრუნველყოფდა. ცვლილებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციის მე-2 პუნქტს.
ცვლილებებს ორივე მიმართულებით აქვს ერთადერთი მიზანი - გავლენის შენარჩუნება/განმტკიცება სასამართლოზე და ცესკოზე, რომლებიც არჩევნებზე სასურველი შედეგის მისაღწევად და ძალაუფლების საბოლოოდ შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია.", - წერს მეზვრიშვილი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...