ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოს ეწვია
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოს ეწვია, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს, რომ ვიზიტის ფარგლებში ის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს შეხვდება.
"დღეს - ლონდონი. გაერთიანებული სამეფო არის ლიდერი, როდესაც საქმე ეხება ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას ხმელეთსა და ჰაერში. ეს თანამშრომლობა დღეს გაგრძელდება. მე შევხვდები ჩემს მეგობარ რიშის. ჩვენ ჩავატარებთ არსებით მოლაპარაკებებს პირისპირ და დელეგაციებთან ერთად“,- დაწერა ზელენსკიმ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.