Jump to content
Planeta.Ge

ზელენსკის და მაკრონის შეთანხმებით, უკრაინა საფრანგეთისგან ჯავშანტექნიკას მიიღებს


უახლოეს კვირებში, საფრანგეთი უკრაინას გადასცემს ათეულობით ჯავშანმანქანას და მსუბუქ ტანკს, მათ შორის AMX-10RC-ს და საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში დაეხმარება. ამ პუნქტს შეიცავს საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტების, ემანუელ მაკრონის და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც წუხელ გამოქვეყნდა. მაკრონის და ზლენსკის შეხვედრა 14 მაისს, პარიზში გაიმართა.

დეკლარაციაში ნათქვამია ისიც, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ უნდა გაიყვანოს საკუთარი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან და დატოვოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. საფრანგეთი კვლავ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აცხადებს, რომ განაგრძობს უკრაინის პოლიტიკურ, ფინანსურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

საფრანგეთი მხარს უჭერს უკრაინის ინიციატივას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის შესახებ, რომლის საფუძველია უკრაინის სუვერენტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. საფრანგეთი და უკრაინა ადასტურებენ, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს რუსეთის აგრესიის დროს, ომის და სხვა სასტიკი დანაშაულის ჩამდენ პირებს. საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტების დეკლარაციაში საუბარია სანქციების გზით რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობაზეც.

 

პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტ მაკრონის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა უკრაინული ტექსტი სრული მხარდაჭერის შესახებ.

საფრანგეთამდე უკრაინის პრეზიდენტი სტუმრობდა იტალიას და გერმანიას. ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა დაუდასტურეს იტალიის პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის კანცლერმა.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...