თურქეთს, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ელოდება
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამოყენებული ბიულეტენების 94.24%-ის დამუშავების შედეგად, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს ხმების 49.59% აქვს, მის მთავარ კონკურენტს ოპოზიციური სახალხო ალიანსიდან ქემალ ქილიჩდაროღლუს კი - 44.67%. 5,28%-ით მესამე ადგილზეა პოლიტიკური ბლოკის, „ალიანსს ატას“ კანდიდატი სინან ოღანი.
ხმების დათვლა გრძელდება. თუ საბოლოოდ, ერდოანი 50%-ზე მეტს მოიპოვებს, თურქეთის პრეზიდენტის პოსტს შეინარჩუნებს. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების 50%-ზე მეტს, არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.
რაც შეეხება თურქეთში კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, 50.11%-ით ლიდერობს ერდოანის „სახალხო ალიანსი“. 34.76%-ით მეორე ადგილზეა ოპოზიციის ეროვნული ალიანსი. 9.79%-ით მესამე ადგილს იკავებს მემარცხენე ძალების ალიანსი.
არჩევნების საბოლოო შედეგები რამდენიმე დღეში გამოცხადდება.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.