უკრაინის გენშტაბი - თავდაცვის ძალებსა და ოკუპანტებს შორის 46 შეტაკება მოხდა - ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან
უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 46 შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებილი ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
ამასთან, უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 11 სარაკეტო და 41 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი ცეცხლი 74-ჯერ გახსნეს.
„თავდასხმების შედეგად დაზარალდა მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურდა და დაზიანდა კერძო სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია“, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე. ამ მიმართულებებით, უკრაინელებსა და რუსებს შორის 46 საბრძოლო შეტაკება. ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან.
„ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევითი მოქმედებების წარმოებას. ქალაქ ბახმუტისთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება. დღის განმავლობაში მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა გრიგორევკას, ბოგდანოვკასა და პრედტეჩინოს დასახლებების მიმართულებით“, - აცხადებენ გენშტაბში.
რაც შეეხება მარინკას მიმართულებას, გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა ქალაქ მარინკას მიდამოში მტრის მრავალი შეტევა მოიგერიეს. „ამავდროულად, მტერმა დაბომბა დონეცკის ოლქის კრასნოგოროვკას, გეორგიევკას, პობედასა და ნოვომიხაილოვკას დასახლებები“, - აცხადებენ გენშტაბში.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.