Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - გერმანია გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება


უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან გერმანელ კოლეგასთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან არსებული ვითარება და გერმანიასა და უკრაინას შორის ინტენსიური თანამშრომლობა განიხილა. ამის შესახებ ზელენსკიმ “ტელეგრამის” საკუთარ არხზე დაწერა.

“გერმანია გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის ლიდერმა გერმანიას, რუსეთის აგრესიის პირობებში, დიდი სამხედრო, ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, გერმანიაში ეს ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი ვიზიტია მის ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...