თბილისში, კაკაბაძის ქუჩაზე კლდის მასა ჩამოიშალა, რის შედეგადაც 2 ავტომობილი დაზიანდა
თბილისში, პოლიკარპე კაკაბაძის N25-ში კლდის მასა ჩამოიშალა, რის შედეგადაც მსუბუქად დაზიანდა ორი ავტომობილი.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საავტომობილო გზა ჩახერგილი არ არის და ტერიტორიაზე, შესაბამისი სამსახურების მიერ, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.