გიორგი გახარიამ ტალინში, ლენარტ მერის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გიორგი გახარიამ ტალინში, ლენარტ მერის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გიორგი გახარია დახურულ პანელზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას უკავშირდებოდა.
"გახარიამ ხაზი გაუსვა საქართველოს გამოწვევებზე ევროინტეგრაციის გზაზე, ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის აუცილებლობაზე უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად.", - ვკითხულობთ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.