Jump to content
Planeta.Ge

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტოკჰოლმში ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების ევროპის საკითხთა კომიტეტების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას


საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტოკჰოლმში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების ევროპის საკითხთა კომიტეტების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო დელეგაციები ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნიდან, საქართველო ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მიწვევით მიიღებს მონაწილეობას.

„შესაბამისად, შესაძლებლობა გვექნება, ჩვენს კოლეგებს ვესაუბროთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროგრესზე და ასევე ევროკავშირის ერთიან სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებზეც იმსჯელებენ ჩვენი კოლეგები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. შესაძლებლობა გვექნება, მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა სესიის ფარგლებში დებატებში და სხდომის ბოლოს შემუშავდება ერთობლივი დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები, კონკრეტულად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...