Jump to content
Planeta.Ge

ანა მალიარი - ბახმუტის შემოგარენში ჩვენი სამხედროები ორი მიმართულებით მიიწევენ წინ - მტერს ანადგურებენ და უკვე ბევრი აიყვანეს ტყვედ


ბახმუტის შემოგარენში ჩვენი სამხედროები ორი მიმართულებით მიიწევენ წინ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი „ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს.

„მიმართულებაზე საბრძოლო ქმედებების ეპიცენტრში სიტუაცია დინამიკურად ვითარდება. ბახმუტის შემოგარენში ორი მიმართულებით ჩვენი სამხედროები ეტაპობრივად წინ მიიწევენ. სწორი ციფრები ახლა არ იქნება, ვინაიდან აქტიური საბრძოლო ქმედებები მიმდინარეობს. ჩვენები მტერს ანადგურებენ და უკვე ბევრი აიყვანეს ტყვედ. სამაგიეროდ, თავად ქალაქში ვითარება უფრო რთულია. თუმცა, ხელმძღვანელობის სწორი დაგეგმარებისა და ჩვენი მებრძოლების სიმამაცის წყალობით მტერი ვერ ახერხებს ქალაქზე კონტროლის დამყარებას“, - წერს მალიარი.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...