Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - გუშინ რაც ვიხილეთ, „გედის სიმღერა“, თუ არ ვიცი რა დავარქვა, მძიმე სანახავი იყო - პანიკაში მყოფი სანქცირებულებული მოსამართლეები ცდილობენ აჩვენონ, რომ თითქოს მათ არაფერი აღელვებთ


გუშინ რაც ვიხილეთ, რა დავარქვა არ ვიცი, „გედის სიმღერა“, თუ რა - პანიკაში მყოფი სანქცირებულების ჯგუფის წევრები ცდილობენ აჩვენონ, რომ თითქოს მათ არაფერი აღელვებთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მოსამართლეების კორპუსის წარმომადგენლების მიერ გუშინ, ერთ-ერთ რესტორანში მოსამართლეების დღის აღნიშვნას.

როგორც მეზვრიშვილი აცხადებს, ის, რაც გუშინ ხდებოდა, მძიმე სანახავი იყო და ეს „ქართული სასამართლოს სახეა“.

„ჩემთვის, როგორც არა მხოლოდ პოლიტიკოსისთვის, არამედ როგორც იურისტისთვის, უმძიმესი სანახავი იყო. ზოგადად, მოსამართლეები, პროკურორები და ადვოკატები ადამიანები არიან, ქეიფი და დროსტარება, ბუნებრივია, აკრძალული არ არის, თუმცა არსებობს რაღაც ეთიკური სტანდარტები, რაც განსაკუთრებით მოსამართლეებმა უნდა დაიცვან. გუშინ რაც ვიხილეთ, ამას რა დავარქვა არ ვიცი - „გედის სიმღერა“ თუ რა, მძიმე სანახავი იყო. ეს არის სასამართლოს სახე. პანიკაში მყოფი სანქცირებულების ჯგუფის წევრები ცდილობენ, აჩვენონ, რომ თითქოს მათ არაფერი აღელვებთ. საზოგადოების წინაშე დემონსტრირებას ცდილობენ, თითქოს, არაფერი აინტერესებთ . აპირებენ გააგრძელონ ისე, როგორც აქამდე. მძიმეა, რომ ეს არის სასამართლოს სახე. კეთილსინდისიერი და დამოუკიდებელი მოსამართლეების არსებობა, რომლებიც სისტემაში არიან, მნიშვნელობას კარგავს ამ ფონზე, იმიტომ რომ ზედაპირზე ამოსულია კორუფციონერი მოსამართლეების სურათი, იმიჯი და მაფიოზური დაჯგუფება. ეს ყველაფერი მძიმე ზინას აყენებს მთლიანად მართლმსაჯულების სისტემას და არა მხოლოდ სასამართლოს“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...