Jump to content
Planeta.Ge

რუსებმა კონსტანტინოვკა დაბომბეს - დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის 15 წლის მოზარდი


რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკას დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაღუპული 15 წლის გოგონაა.

„13 მაისს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ქალაქი კონსტანტინოვკა. ოკუპანტების თავდასხმის შედეგად ქალაქის ორი მცხოვრები, მათ შორის 15 წლის გოგონა, დაიღუპა. ათმა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. დაშავებულებს შორის ორი მოზარდია, რომელთა ასაკი 15 და 16 წელის. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - აცხადებენ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში.

უწყების ცნობით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა და განადგურდა მრავალსართულიანი და კერძო სახლები, ბენზინგასამართი სადგური, აფთიაქი და მაღაზიები.

წინასწარი მონაცემებით, ქალაქი „სმერჩის“ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან დაბომბეს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...