რუსული მედია - ბრიანსკის ოლქში ვერტმფრენი და მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა ორი პილოტი
რუსეთის ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინცში „მი-8“ ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნას ორი პილოტი ემსხვერპლა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი ვერტმფრენის ძრავაში გაჩენილი ცეცხლი იყო.
„ქალაქ კლინცში ვერტმფრენი ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, ვერტმფრენი ძრავაში გაჩენილი ხანძრის გამო ჩამოვარდა“, - განაცხადა წყარომ რუსულ მედიასთან საუბარში.
ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, ბრიანსკის ოლქში „სუ-34“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავიც ჩამოვარდა.
„უკრაინის საზღვართან „სუ-34“ ჩამოვარდა. ბორტზე მყოფთა ბედი დგინდება", - განაცხადა წყარომ რუსულ მედიასთან საუბარში.
მისივე თქმით, კატასტროფის გარემოებების დასადგენად შესაბამისი მოკვლევა მიმდინარეობს.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.