ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში ჩავიდა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტი ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე წერს.
„რომი. შეხვედრები იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან, პრემიერ მინისტრ ჯორჯა მელონთან და პაპ ფრანცისკესთან. მნიშვნელოვანი ვიზიტი უკრაინის გამარჯვებისთვის“, - წერს ზელენსკი.
იტალიური მედიის ცნობით, კიევის დროით 11:13 საათზე ზელენსკი რომში, „ჩამპინოს“ აეროპორტში დაეშვა, სადაც მას იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანტონიო ტაიანი დახვდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს გამართავს იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან, პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ანტონიო ტაიანთან. ამასთან, დღის მეორე ნახევარში ის ვატიკანში რომის პაპს შეხვდება.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.