ვოლოდიმირ ზელენსკი - ოკუპანტები შინაგანად უკვე მზად არიან მარცხისთვის - საკუთარ ფიქრებში მათ ეს ომი უკვე წააგეს
საკუთარ ფიქრებში ოკუპანტებმა ეს ომი უკვე წააგეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„შტაბის შეხვედრა ჩავატარე დღეს. ოპერატიული მიმართულებების ხელმძღვანელების მნიშვნელოვანი ანგარიშები იყო… რა უნდა გვესმოდეს ახლა: ოკუპანტები შინაგანად უკვე მზად არიან მარცხისთვის. საკუთარ ფიქრებში მათ ეს ომი უკვე წააგეს. ყოველ დღე მათ უნდა ვაწვებოდეთ ისე, რომ მათი მარცხის შეგრძნება მათ გაქცევად, მათ შეცდომებად, მათ დანაკარგებად იქცეოდეს”, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის მეტი იარაღის გადაცემა მზადდება.
“თქვენთვის, მეომრებო, კიდევ უფრო მეტი იარაღის, მეტი შესაძლებლობების გადაცემისთვის ვემზადებით, რათა აგრესორი დავძლიოთ და მშვიდობა აღვადგინოთ”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.