Jump to content
Planeta.Ge

აკაკი გვიანიძე - 2023 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებული ერთ-ერთი ჩემს მიერ მერისთვის გაგზავნილი შენიშვნა გათვალისწინებულია - ბათუმის ავტობუსებში გაჩერებებს გამოაცხადებენ, რაც პირველ რიგში შშმ პირებისთვისაა აუცილებელი


2023 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებული ერთ-ერთი ჩემს მიერ მერისთვის გაგზავნილი შენიშვნა (წინადადება) გათვალისწინებულია - ბათუმის ავტობუსებში გაჩერებებს გამოაცხადებენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი აკაკი გვიანიძე წერს.

 
მისი თქმით, მუნიციპალურ ტრანსპორტში, სამარშრუტოზე ხაზზე მოძრავ ავტობუსებში, გაჩერების ტექსტის [ხმოვანი] გამოცხადების პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა-დანერგვასა და შემდგომი ყოველთვიურ მხარდაჭერაზე ტენდერი ავტოტრანსპორტმა უკვე გამოაცხადა.

 
"ამონარიდი 2023 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული ჩემი შენიშვნებიდან:
"შშმ პირებისთვის (უსინათლოებისა და მცირედმხედველებისთვის) და ქალაქის სტუმრებისთვის საზ. ტრანსპორტის გაჩერებებისთვის სახელების მინიჭება და გაჩერებების გამოცხადება ავტობუსებში (მეტროს პრინციპით) აუცილებელია. უნდა მოხდეს აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო ფინანსების ბიუჯეტში გათვალისწინება.", -  წერს გვიანიძე. 

346661789_497445722507598_6923686614263515478_n.jpg

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...