უკრაინის პრეზიდენტის ოფისი - ვოლოდიმირ ზელენსკის „ევროვიზიის“ კონკურსის ორგანიზატორებისთვის სიტყვით გამოსვლის თხოვნით არ მიუმართავს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისს „ევროვიზიის“ ორგანიზატორებისთვის ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლის წინადადებით არ მიუმართავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი, სერგეი ნიკოფოროვი „ფეისბუქში“ წერს.
„The Times-ის ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. უკრაინის პრეზიდენტის ოფისს ფინალში ან კონკურსის ნებისმიერ სხვა ეტაპზე ვოლოდიმირ ზელენსკის ონლაინმიმართვის წინადადებით „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებისთვის არ მიუმართავს“, – წერს ნიკოფოროვი.
მანამდე, The Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ევროვიზია“ 2023-ის ორგანიზატორებმა უარი უთხრეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც მათ კონკურსის ფინალის დროს ვიდეო ფორმატში სიტყვით მიმართვის წინადადებით მიმართა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.