Jump to content
Planeta.Ge

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დეივიდ ო’სალივანი საქართველოში ჩამოვა


სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დეივიდ ო’სალივანი საქართველოში ჩამოვა.

ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, როდის ეწვევა თბილისს ო’სალივანი, თუმცა ცნობილია, რომ ის სანქციების გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომების იმპლემენტაციას განიხილავს.

„დეივიდ ო’სალივანი ამჟამად ეწვევა რიგ მესამე ქვეყნებს, რათა განიხილოს ევროკავშირის მუშაობა სანქციების იმპლემენტაციასა და სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებზე. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ჩასვლასაც იგი მომავალ კვირებში და თვეებში გეგმავს“, – ნათქვამია ევროკომისიის მიერ „ნეტგაზეთისთვის“ გაგზავნილ პასუხში.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...