აშშ მექსიკის საზღვარზე თავშესაფრის მაძიებლებისთვის წესებს ამკაცრებს
შეერთებულმა შტატებმა კოვიდ 19-თან დაკავშირებული სასაზღვრო შეზღუდვები დაასრულა, რომელმაც მექსიკის საზღვარზე ბევრი მიგრანტის დაბლოკვა გამოიწვია, თუმცა ე.წ. Title 42 შეზღუდვები მაშინვე შეიცვალა თავშესაფრის მიღების ახალი წესებით, რომლებიც უკანონო გადაკვეთის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.
მიმდინარე კვირაში მიგრანტებს შორის გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავშესაფრის მიღების ახალი წესები გაცილებით გაართულებს შეერთებულ შტატებში დარჩენას.
ახალი რეგულაციის ძალაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე, მიგრანტების რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო აშშ-მექსიკის საზღვარზე კრიზისული მდგომარეობა შეიქმნა.
BBC-ის ინფორმაციით, მხოლოდ ერთ დღე-ღამეში განმავლობაში მექსიკიდან აშშ-ში 10 000-ზე მეტი ადამიანი გადავიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. „რესპუბლიკელები“ ბაიდენს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უფრო შემზღუდველი პოლიტიკის შემსუბუქებაში ადანაშაულებენ. ბაიდენი, თავის მხრივ, კონგრესს ადანაშაულებს იმაში, რომ ყოვლისმომცველი საიმიგრაციო რეფორმა არ მიიღო.
დონალდ ტრამპმა Title 42 პირველად 2020 წლის მარტში შემოიღო, როდესაც მსოფლიო კოვიდ 19-მა მოიცვა. ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იმ დროს განკარგულების მიზანი დაკავების ხალხმრავალ ცენტრებში ვირუსის გავრცელების შეკავება იყო. ეს საშუალებას აძლევდა აშშ-ს ხელისუფლებას, მიგრანტები მექსიკაში ან სხვა ქვეყნებში სწრაფად, აშშ-ში თავშესაფრის მოთხოვნის შესაძლებლობის გარეშე გაეძევებინა.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.