Jump to content
Planeta.Ge

ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების წევრები შეხვდნენ!


ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების წევრები შეხვდნენ! დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს, მამაკაცთა შორის 90 კილოგრამი წონითი კატეგორიის კონკურენცია ლაშა ბექაურისა და ლუკა მაისურაძის ფინალით დაგვირგვინდა. სულ შეჯიბრებაში 58 ძიუდოისტი ჩაება და ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალის გზაზე ოთხ-ოთხი მეტოქე დაამარცხეს. ქართული დაპირისპირების ბედი კი დამატებით დროში გადაწყდა, მაისურაძის მიერ შესრულებული ვაზარით.

ლაშა ბექაური მსოფლიოს ტატამიზე ოლიმპიური ჩემპიონის რანგში გავიდა, ხოლო ლუკა მაისურაძე - ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში.

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი დოჰაში 7 მაისს დაიწყო და მამაკაცთა და ქალთა შორის, უკვე მედლების ხუთ-ხუთი კომპლექტი გათამაშდა. მამაკაცებში, ხუთი წონითი კატეგორიიდან ორში, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ქართველები ავიდნენ. 10 მაისს მსოფლიოს ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ზედიზედ მეორედ. სულ კი, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. მესამე საპრიზო ადგილი 60 კილოგრამში მოჭიდავე გიორგი სარდალიშვილმა დაიკავა.

12 მაისს საქმეში 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მამაკაცები ჩაებმებიან და საქართველოს ამ წონაშიც ორი მონაწილე ეყოლება: ევროპის სამგზის ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი და მსოფლიო მასტერსის მოქმედი ჩემპიონი ილია სულამანიძე.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...