ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას კონტრშეტევისთვის მეტი დრო სჭირდება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მის ქვეყანას მეტი დრო სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის დასაწყებად, რადგან სამხედროებს ჯერ კიდევ სჭირდებათ დაპირებული დასავლური დახმარება.
„იმით, [რაც გვაქვს] შეგვიძლია წინსვლა და წარმატების მიღწევა, მაგრამ ბევრ ადამიანს დავკარგავთ. ვფიქრობ, რომ ეს მიუღებელია. ასე რომ, უნდა დავიცადოთ. ჯერ კიდევ გვჭირდება ცოტა მეტი დრო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, საბრძოლო ბრიგადები, რომელთა ნაწილი ნატო-ს ქვეყნების მიერაა გაწვრთნილი, კონტრშეტევისთვის მზადაა, მაგრამ არმიას ჯერ კიდევ სჭირდება „რაღაცები“, მათ შორის ჯავშანტექნიკა.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიის დათმობას არ აპირებს.
„არავის შეუძლია ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზე ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებით. რატომ უნდა მისცეს მსოფლიოს რომელიმე ქვეყანამ პუტინს თავისი ტერიტორია?“- აღნიშნა ზელენსკიმ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.