Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ დაუშვილი - ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რუსეთის გადაწყვეტილება ჰუმანურად წარმოაჩინოს - საქართველო ყოველდღიურად შორდება დასავლეთს და მადლობებს იღებს რუსეთისგან


ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რუსეთის გადაწყვეტილება ჰუმანურად წარმოაჩინოს - საქართველო ყოველდღიურად შორდება დასავლეთს და მადლობებს იღებს რუსეთისგან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა სავიზო რეჟიმის მოხსნისა და ფრენების აღდგენის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნა.

დაუშვილის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამკაცრების აუცილებლობაზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საუბრობდნენ და ახლა ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლებისგან იქნებოდა ერთგვარი პასუხიც. დაუშვილი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების სასიკეთოდ მიღებული არ არის, ხოლო რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, ტურისტები არ არიან და ისინი საცხოვრებლად მოდიან აქ.

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი ოკუპანტია და პუტინია სწორედ ის ადამიანი, ვინც საქართველოს უდიდესი პრობლემა შეუქმნა და ჩვენი მოქალაქეების დაღუპვა არის პირადად მისი პასუხისმგებლობა. ვინმეს ხომ არ ჰგონია მართლა, რომ პუტინმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ ქართველ ხალხზე გიჟდება? ცალკე აღებული ეს გადაწყვეტილებები პრობლემა არ არის, მაგრამ პრობლემაა კონტექსტში - როცა რეგიონში ომია, რუსეთი ოკუპანტია და მთელი ცივილიზებული სამყარო რუსეთს ებრძვის, შენ კი შორდები შენს მოკავშირეებს, რომლებიც რუსეთისგან გიცავს, უახლოვდები რუსეთს, ამიტომ ეს გადაწყვეტილება უდიდესი საფრთხის შემცველია,"- განაცხადა დაუშვილმა.

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება.ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.



იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...