„ქართული ოცნება“ „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ ტოვებს
„ქართული ოცნება” "ევროპის სოციალისტურ პარტიას" ტოვებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი პატია "ევროპის სოციალისტურ პარტიის" წევრი 2015 წლიდან იყო. კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილების შესახებ ევროპის სოციალისტურ პარტიას დაუყოვნებლივ გაეგზავნება წერილობითი განცხადება.
“ევროპის სოციალისტურ პარტიის" იდეოლოგიური ტრანსფორმაცია მიუღებელია და შეუთავსებელია პარტიის და ქართველი ხალის ფასეულობებთან”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.