Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - იმ ფონზე, როცა მთელი ცივილიზებული დასავლეთი შორდება რუსეთს, რუსეთთან ფიზიკური დაახლოება, დასავლეთისთვის არის მკაფიო მესიჯი, რომ საქართველო დგას რუსეთთან ერთად


რუსეთის ამ გადაწყვეტილებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევხედოთ ჩვენი მოქალაქეების პრაქტიკული საჭიროების ჭრილში (ოცნება შეეცდება ამაზე ააწყოს პროპაგანდა) -  ამ გადაწყვეტილებას უნდა შევხედოთ კონტექსტურად ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილების ჭრილში, - ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, პარტია "სქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.

როგორც ნათია მექვრიშვილი აღნიშნავს, იმ ფონზე, როცა მთელი ცივილიზებული დასავლეთი შორდება რუსეთს, რუსეთთან ფიზიკური დაახლოება, დასავლეთისთვის არის მკაფიო მესიჯი, რომ საქართველო დგას რუსეთთან ერთად.

"ეს არის ოცნების ბოლო ორი წლის ანტი-დასავლური პოლიტიკის, დასავლეთის მტრად და „გლობალური ომის პარტიის“ ნაწილად გამოცხადების ლოგიკური შედეგი; რუსეთის ჯილდო ხელისუფლებას, რომელიც სულ უფრო გვაშორებს დასავლეთს და გვაახლოებს რუსეთთან; ჯილდო კანდიდატის სტატუსის დაკნინებისთვის, ევროპარლამენტარების გინებისთვის, უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერაზე უარისთვის და ა.შ. ეს არის ლოგიკური შედეგი იმ ნაბიჯების და განცხადებების, რის გამოც ოცნება ხშირად იმსახურებს რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების ქება-დიდებას.
იმ ფონზე, როცა მთელი ცივილიზებული დასავლეთი შორდება რუსეთს, რუსეთთან ფიზიკური დაახლოება, დასავლეთისთვის არის მკაფიო მესიჯი, რომ საქართველო დგას რუსეთთან ერთად. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება უდიდესი დარტყმა იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის.", - წერს ნათია მეზვრიშვილი. 
 
 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...