Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - ქოლ-ცენტრებიდან შემოსული შავი ფული "ოცნებას" არჩევნების გასაყალბებლად სჭირდება


"ქოლ-ცენტრებიდან შემოსული შავი ფული "ქართულ ოცნებას" არჩევნების გასაყალბებლად სჭირდება" - ექს-პრემიერის პარტია "ქართულ ოცნებას" ქოლ-ცენტრებისა და დავით კეზერაშვილის მფარველობაში ამხელს.

პარტია "საქართველოსთვის" წვერი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ "ოცნებას" აწყობს, ყველაზე დიდ  ოპოზიციურ პარტიაში არსებობდეს ოლიგარქი, რომელიც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულით აფინანსებს პარტიას, რათა შემდეგ თქვას, რომ ისინი უარესები არიან.

"მას სჭირდება შავი ფული, ეს დანაშაულებრივი ფული, მათ შორის არის ხელისუფლებისთვის ფულის წყარო და ასეთი ტიპის შემოსავალი და ასეთი ტიპის შავი ფული მას სჭირდება არჩევნების გასაყალბებლად და ის ამ პროცესის მზადებაშია უკვე და 2024 წლის არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. ამიტომ, არ არის ხელისუფლების ინტერესში ის, რომ სააშკარაოზე გამოვიდეს. ის იცავს კეზერაშვილს. კეზერაშვილის დაცვაც ხელისუფლების ინტერესია. "ოცნებას" აწყობს, რომ მეორე მხარეს ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე დიდ მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში არსებობდეს ოლიგარქი, რომელიც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულით პარტიას აფინანსებს და პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არის ჩართული, რათა საზოგადოებას უთხრას, რომ აი, უარესები არიან ესენი. ჩვენზე უარესები არიან. ერთიც და მეორეც "ოცნებას" სჭირდება. ეს არის მათი ძალაუფლების წყარო, ეს არის შავი ფულის წყარო. სჭირდებათ იმისთვის, რომ არჩევნებზე მოახდინონ მნიშვნელოვანი ზეგავლენა" - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

დავით კეზერაშვილის და ხელისუფლების გარიგებაზე თავდაპირველად განცხადება გიორგი გახარიამ გააკეთა. ექს-პრემიერმა თქვა, რომ კეზერაშვილთან ერთად "ქართული ოცნება"  ქოლ ცენტრების ბიზნესს ლობირებდა. 

ტვპირველი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...