Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გახარია - რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე საქართველოს მთავრობის “კარგი ქცევის” შედეგია - ივანიშვილი ქვეყანას აგრესორის მხარეს აყენებს


პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება და ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნა, მთავრობის „კარგი ქცევის“ შედეგია.

მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს აგრესორის მხარეს აყენებს.

„რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე არის საქართველოს მთავრობის “კარგი ქცევის” შედეგი, რისთვისაც საქართველოს მთავრობა ხშირად იმსახურებს რუსეთის მაღალჩინოსნების ქებას. ივანიშვილი საქართველოს აგრესორის მხარეს აყენებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ”, - აცხადებს გახარია.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...