კახაბერ ქემოკლიძე - ისეთი პირი უჩანს, ოცნების აზრის და გეო-პოლიტიკის “გიგანტები”, მალე იმას მოახერხებენ, რომ ომში მართლაც ჩავერთვებით - ოღონდ რუსების მხრიდან
ისეთი პირი უჩანს ოცნების აზრის და გეო-პოლიტიკის “გიგანტები” მალე იმას მოახერხებენ, რომ ომში მართლაც ჩავერთვებით - ოღონდ რუსების მხრიდან... “ფაშისტებზე” ისე ხშირად საუბრობენ, რომ მალე უკრაინის ტერიტორიის “უკრაინელი ფაშისტებისგან” გაწმენდას დაგვიანონსებენ (თანაც სიამაყით), - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე წერს.
მისი თქმით, მოსკოვს განზრახული აქვს, "ოცნება" როგორც გაბანკროტებული ძალა, სათავისოდ გამოიყენოს.
"ისეთი ტემპით მივდივართ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს კი არ დაიბრუნებენ, არამედ აქეთ “დაუბრუნებენ”: აღმოსავლეთ საქართველოს “სამხრეთ ოსეთს” მიუერთებენ, ხოლო დასავლეთ საქართველოს (განსაკუთრებით სამეგრელოს და სვანეთს) აფხაზეთს. ამ ყველაფერს კი ზარზეიმით გვამცნობენ, როგორც საყოველთაო სამშვიდობო ოცნებისეული (ანუ ივანიშვისეული) მისიის რეზულტატური შედეგი.
ამ ვითარების ტრაგი-კომიკურობა რომ გვერდით გადავდოთ, “საყოველთაო მშვიდობის” და რუსული ფულის შედეგად მიღწეული ე.წ. 10%-იანი ეკონომიკური ზრდის ძახილში კრემლი ყოველგვარი იარაღის, ზედმეტი ენერგიისა და დამატებითი ძალისხმევის გარეშე ბოლომდე “უსრულებს” გეოპოლიტიკურად სრულიად უსუსურ ოცნებას.
როგორც ჩანს, მოსკოვს განზრახული აქვს ცივილურ სამყაროში ოცნების, როგორც გადამგდებების, თაღლითების, გაბანკროტებულების, აფერისტების, ერთი კაცის ჭკუაზე ერთდროულად მარცხნივ-მაჯვნივ მოსიარულეების (მართლაც ცალ ფეხზე მდგომელების) და მეგობრების გარეშე დარჩენილების იარლიყი, სათავისოდ მყისიერად გამოიყენოს…
დასკვნა: 2 0 2 4 - გონიერი ხალხის დახმარებით დიდი და კარგი ცვლილებების წელი უნდა იყოს!", - წერს ქემოკლიძე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.