Jump to content
Planeta.Ge

ლარი დოლართან თითქმის 5, ევროსთან კი თითქმის 3 თეთრით გაუფასურდა


ოფიციალური გაცვლითი კურსით, რომელიც ხვალ, 11 მაისს შევა ძალაში, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა.

11 მაისისთვის 1 დოლარის ღირებულება 2.5294 ლარით განისაზღვრა, რაც წინა დღის კურსზე 0.0464 ლარით მეტია. ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც, 11 მაისს 1 ევროს ღირებულება ოფიციალური კურსით 2.7707 ლარი იქნება, რაც წინა დღის კურსზე 0.0277 ლარით მეტია.

ლარის გაუფასურებ აუკვე აისახა სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში, სადაც 1 აშშ დოლარის ყიდვა, საშუალოდ 2.6 ლარად არის შესაძლებელი, 1 ევროს ყიდვა კი — 2.88 ლარად.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...