სიმონიანი მიესალმება სავიზო რეჟიმის გაუქმებას და საქართველოს მთავრობას აქებს
რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი მიესალმება პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას. მისი თქმით, ეს საქართველომ „თავისი სწორი ქცევით“ დაიმსახურა.
„მხოლოდ გუშინ განვიხილავდით, რომ საქართველო ახლა ასე სწორად იქცევა და დროა, ავიამიმოსვლა და უვიზო რეჟიმი დავაბრუნოთ. აგერ, დააბრუნეს. ძალიან სწორია.
პრეზიდენტი, რომელიც ჩვენს მშვიდობისმყოფელებს დაესხა თავს, ქართველებმა თავად დააპატიმრეს. [რუსეთის წინააღმდეგ] სანქციებს არ შეუერთდნენ, მეორე ფრონტი არ გახსნეს, არადა [საქართველოზე] დიდ ზეწოლას ახდენდნენ, მეორე ფრონტი რომ გაეხსნათ.
ასე, უყურე და შემდეგ წელს შეიძლება, 9 მაისსაც ჩამოვიდნენ“, — წერს იგი.
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. რუსეთის სამართლებრივ პორტალზე გამოქვეყნდა ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება. უვიზო რეჟიმი ძალაში 15 მაისიდან შევა.
აგრეთვე, რუსეთმა გააუქმა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.