სალომე ზურაბიშვილი - მივმართავ ხელისუფლებას, ხალხის ძალას კი არა, ხალხის ხმას მოუსმინოს
მივმართავ ხელისუფლებას, ხალხის ძალას კი არა, ხალხის ხმას მოუსმინოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ამ საკითხთან მიმართებით საზოგადოება არის ერთიანი.
„ეს არ არის მხოლოდ ის საკითხი, რომელიც ეწინააღმდეგება კანდიდატის სტატუსის მიღებას, ესეც მაფიქრებს, მაგრამ ეს, პირველ რიგში, ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, საქართველოს ღირსებას.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად დგას ეს ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, რომლის ტერიტორიებიც არის ოკუპირებული და რომელიც არის სოლიდარული ჩვენი უკრაინელი მეგობრების. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამ პოზიციის ერთგულნი უნდა ვიყოთ, უნდა ვიყოთ ბოლომდე. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და დარწმუნებული ვარ თუ სხვანაირად მოხდა და დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება, საზოგადოებასაც ექნება ამაზე პასუხი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.