ბილეცკის თანახმად, უკრაინელებმა ბახმუტში თითქმის 9 კმ² კილომეტრი გაათავისუფლეს
უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტის რაიონში 3 კილომეტრის სიგანისა და 2,6 კილომეტრის სიგრძის ტერიტორიის გათავისუფლება შეძლეს, ამბობს „აზოვის პოლკის“ ყოფილი ხელმძღვანელი ანდრეი ბილეცკი, რომელიც ახლა ბახმუტში იბრძვის. ამავე ცნობას ადასტურებს ბრიგადა, რომელშიც ის ახლა იბრძვის.
უკრაინული გამოცემა „გორდონი“ წერს, რომ უკრაინამ თითქმის 9 კვადრატული კილომეტრის გათავისუფლება მოახერხა.
ბილეცკის თქმითვე, უკრაინელთა შეტევის შედეგად განადგურებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების 72-ე ბრიგადის ქვედანაყოფები.
„ფაქტობრივად, მთლიანადაა განადგურებული ამ ბრიგადის მეექვსე და მერვე ასეულები. განადგურებულია ბრიგადის დაზვერვა, ბრონირებული მანქანების მნიშვნელოვანი რაოდენობა, აყვანილია ბევრი ტყვე“, – ამბობს იგი.
ბილეცკი აგრეთვე აღნიშნავს, რომ დიდი დანაკარგები განიცადა „ვაგნერის“ „მესამე მოიერიშე რაზმმა“.
გუშინდელ მიმართვაში „3 კილომეტრის დაკარგვა“ დაადასტურა „ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა. მისი თქვით, რუსულმა 72-ე ბრიგადამ ფრონტის ამ მონაკვეთზე პოზიციები დატოვა.
დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ ბახმუტში თვეებია, საქალაქო ბრძოლები მიმდინარეობს. რუსული მხარე არაერთხელ იუწყებოდა თავისი წარმატებების შესახებ, თუმცა ქალაქის აღება მაინც ვერ მოახერხა.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.