Jump to content
Planeta.Ge

აშშ-მა უკრაინისთვის 1.2 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა


აშშ-მა უკრაინისთვის 1.2 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პაკეტი მიზნად ისახავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და მისი შეიარაღებული ძალების საარტილერიო ჭურვების მოთხოვნის დაკმაყოფილებას. პაკეტი უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში გამოიყოფა.

მასში შევა: საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები და საბრძოლო მასალა; დასავლური გამშვები მოწყობილობების, რაკეტებისა და რადარების უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ინტეგრაციისთვის საჭირო აღჭურვილობა; დრონების საწინააღმდეგო საბრძოლო მასალა; 155 მმ საარტილერიო ჭურვები; კომერციული სატელიტური გამოსახულების მომსახურება; და წვრთნებში, შეიარაღების შეკეთებასა და მომსახურებაში დახმარება.

“შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობას, რათა უკრაინას ბრძოლის ველზე მისი უშუალო მოთხოვნილებების და უსაფრთხოების გრძელვადიანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო შესაძლებლობები მიეწოდოს”, - წერია განცხადებაში.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...