ბერდია სიჭინავა - არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის „ლელოს“, არ აქვს უფლება, თავს დაგვესხას და ისეთი რიტორიკა აწარმოოს, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვაკვირდებით
ჩვენი პოლიტიკური გუნდი არ გეგმავს კოალიციურ ერთობას რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან. გაერთიანება საერთო ღირებულებების გარშემო, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, - აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა.
მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურობს „ლელოს“ ფრთა.
"მათი განცხადებებიდან გამომდინარე ჩანს, რომ, ხელისუფლებაში ვიყავით თუ ოპოზიციაში ვართ, მათი პოლიტიკური დღის წესრიგი ტრიალებდა და ტრიალებს გიორგი გახარიას გარშემო. რაც არ უნდა ისაუბროს „ლელომ“ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, გიორგი გახარიას რეიტინგს არც არაფერი დააკლდება და არც მის მხარდაჭერას მოქალაქეებში. როგორც ჩანს, „ლელოს“ მიზანია, გადალახოს ხუთპროცენტიანი ბარიერი, რომელიც ვერცერთ არჩევნებში ვერ გადალახა.

ჩვენს პოლიტიკურ პარტიას გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც მორგებულია მოქალაქეების ინტერესებზე. წარმატებას ვუსურვებ მათ, ოღონდ ეს არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ ვინმეს, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის „ლელოს“, აქვს უფლება, თავს დაგვესხას და ისეთი რიტორიკა აწარმოოს, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვაკვირდებით.", - აცხადებს ბერდია სიჭინავა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.