პარტია "საქართველოსთვის" - საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით ოცნება ცდილობს საკანონმდებლო დონეზე დაიქვემდებაროს ცესკო და ემზადება 2024 წლის არჩევნების გასაყალბებლად
საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით ოცნება ცდილობს საკანონმდებლო დონეზე დაიქვემდებაროს ცესკო და ემზადება 2024 წლის არჩევნების გასაყალბებლად., - განცხადებას ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ავრცელებს.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეს პროცესი ხელისუფლებამ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა: უარი თქვა ანტი-კორუფციულ და მართლმსაჯულების რეფორმებზე, რაც ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას პოლიტიკური კორუფციისგან, სისტემური მუქარისგან და ზეწოლისგან თავისუფალი გარემოში უზრუნველყოფდა; ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დამფინანსებელ საერთშორისო ორგანიზაციებს თავს დაესხა მათდამი საზოგადოების ნდობის დასუსტების მიზნით და არჩევნების სანდო სადამკვირვებლო მისიების გარეშე ჩასატარებლად.
"დღეს, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის მზადებას აგრძელებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიების შექმნაზე უარით, რათა შეინარჩუნოს პოლიტიკური კორუფცია და შავი ფული, როგორც არჩევნების გაყალბების ინსტრუმენტი.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ოცნებამ გააუქმა ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რასაც ხელისუფლების თვითნებობის კონტროლის ფუნქცია უნდა შეესრულებინა და არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება უნდა უზრუნველეყო.
საარჩევნო კოდექსში ცესკოსთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები არის 2024 წლის არჩევნების გაყალბების მცდელობის გაფორმება საკანონმდებლო დონეზე.
არჩევნების გაყალბება არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რაც ძალაუფლების შესანარჩუნებლად დარჩა პოლიტიკური რესურსისგან დაცლილ ხელისუფლებას, რომელიც სრულად გასულია საკანონმდებლო ჩარჩოებიდან და ყოველდღიურად არღვევს კონსტიტუციას.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის საქართველოში მშვიდობიანი და დემოკრატიული ცვლილებების ერთადერთი გზა. შესაბამისად, 2024 წლის არჩევნები არის დასაცავი, იმისთვის, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ დემოკრატიული განვითარების გზაზე და დავიცვათ მისი ევროპული მომავალი.
პარტია #საქართველოსთვის აქტიურად იმუშავებს თავისუფალ და სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარების ხელშეწყობისთვის. მოვუწოდებთ მთელ პოლიტიკურ სპექტრს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას, ექსპერტებს - მთელი ძალისხმევა მიმართონ არჩევნების დაცვისკენ. ამაზე გადის დღეს ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის გზა.
Georgian Dream intends to subordinate CEC on a legislative level and is preparing to rig 2024 elections.
GD started this process long ago, when: It refused to implement anti-corruption and justice reforms, which would ensure conduct of elections free of political corruption, systemic pressure and threat; attacked national observation missions and international organizations providing funding to national and international observation missions to undermine public trust in them and ensure conduct of elections without reliable observation missions.
Today the Ruling Party continues preparation for rigging elections by refusing to create Parliamentary investigative commissions, to retain political corruption and shadow money as a tool for election rigging.
Over the past 2 years GD abolished all independent institutions, which should have played controlling function of Government and ensure conduct of elections in a free and fair environement.
Legislative changes planned with respect to CEC is a formalization of an attempt to rig 2024 elections.
Election rigging is the only tool for the Government, deprived of political resources, completely outside the legal framework, violating the constitution every day, to maintain the power.
Free and fair elections is the only way of peaceful, democratic political changes in Georgia. Therefore, we have to protect 2024 elections in order to bring Country back on a right democratic track and protect its European future.
Political party For Georgia will actively work to contribute to the counduct of free and fair elections. We urge entire political spectrum, NGO’s international organizations, media, experts – to direct all efforts to protect elections. The way to save the European future of the Country goes through this.", - ნათქვამია განცხადებაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.