ნათია მეზვრიშვილი - "ოცნება" ღიად აგრძელებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისთვის მზადებას...საარჩევნო კოდექსში იგეგმება ცვლილებები, რომელიც ცესკოს ახლა უკვე საკანონმდებლო დონეზე მთლიანად უქვემდებარებს მმართველ პარტიას
ოცნება ღიად აგრძელებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისთვის მზადებას., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.
მისივე თქმით, საარჩევნო კოდექსში იგეგმება ცვლილებები, რომელიც ცესკოს ახლა უკვე საკანონმდებლო დონეზე მთლიანად უქვემდებარებს მმართველ პარტიას.
"ცესკოს დამოუკიდებლობა კრიტიკულად მნიშნელოვანია 2024 წლის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩასატარებლად. შემოთავაზებული ცვლილებებით აღნიშნული გამოირიცხება, ვინაიდან იცვლება კანონის ყველა ის დებულება, რომელიც საკანონმდებლო დონეზე მაინც ქმნიდა ცესკოს დამოუკიდებლობის გარანტიას. კერძოდ:

შეგახსენებთ, ცესკოს თავმჯდომარეს და ორ წევრს თითქმის ერთი წელია ვადა გაუვიდათ და ხელისუფლება აჭიანურებს მათი არჩევის პროცესს - ანუ გვყავს თავმჯდომარე, რომელსაც არ აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის ლეგიტიმაცია. ნაცვლად დადგენილი წესით რეალურად დამოუკიდებელი კანდიდატების არჩევისა, ოცნებამ მიმართა გზას, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე გადის., - წერს ნათია მეზვრიშვილი და აღნიშნავს, რომ გარდა ამისა, საარჩევნო რეფორმა კანდიდატის სტატუსის მიღების აუცილებელი წინაპირობაა. აღნიშნული ცვლილებები კი, პირდაპირ მიმართულია კანდიდატის სტატუსის და ევროინტეგრაციის პროცესის წინააღმდეგ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.