Jump to content
Planeta.Ge

ბერდია სიჭინავა - როგორც ჩანს, “ლელოს” პოლიტიკური დღის წესრიგი გიორგი გახარიას გარშემო ტრიალებს...არავისთან არაფრის გარკვევას არ ვაპირებთ, არავისთვის არაფერი გვაქვს ასახსნელი ჩვენი მოქალაქეების გარდა


როგორც ჩანს, “ლელოს” პოლიტიკური დღის წესრიგი გიორგი გახარიას გარშემო ტრიალებს, - წერს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა.

როგორც ბერდია სიჭინავა აცხადებს, მათი გუნდის ამოცანა “ოცნების” ხელისუფლების ცვლილებაა, ვიღაცების კი - 5%-იანი ბარიერის გადალახვა.

 
"ჩვენი გუნდის ამოცანა “ოცნების” ხელისუფლების ცვლილებაა, ვიღაცების - 5%-იანი ბარიერის გადალახვა (წარმატებები ამ საკითხში).
დაფუძნების დღიდან გვაქვს თანმიმდევრული და ყველა პარტიისგან განსხვავებული, დამოუკიდებელი პოლიტიკა, რაც, ვფიქრობ, ჩვენი ძლიერი მხარეა. არავისთან არაფრის გარკვევას არ ვაპირებთ, არავისთვის არაფერი გვაქვს ასახსნელი ჩვენი მოქალაქეების გარდა!
2021 წელს ადგილობრივ დონეზე დაწყებულ ცვლილებებს ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მივიყვანთ ბოლომდე #საქართველოსთვის!", - წერს ბერდია სიჭინავა.
 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...