Jump to content
Planeta.Ge

ანა ბუჩუკური - ჩვენი გუნდის მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა, ზოგისთვის კი, 5%-იანი ბარიერის გადალახვა


რამდენიმე დღეა “ლელოს” სპიკერები ორგანიზებულად მედიაში მხოლოდ გახარიაზე საუბრობენ, ჩვენი გუნდი, როგორც აქამდე, პარლამენტში გააგრძელებს მათ შორის “ლელოსთან” თანამშრომლობას იმ საკითხებზე, რაზეც ვთანხმდებით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ანა ბუჩუკური წერს.

მისი თქმით, მათ გუნდს არასოდეს არავისთან თანამშრომლობის კომპლექსი არ ჰქონია, არ აქვს და არ ექნება.

 
"პოლიტიკურ პარტიას არაფერი ასახსნელი სხვა პარტიასთან არ აქვს. მთავარია ხალხი - ხალხთან კომუნიკაცია ყოველთვის იყო გახარიას ძლიერი მხარე. 
რა თქმა უნდა, ყველა თავისით წყვეტს, რა როგორ გააკეთოს, მაგრამ ჩვენი გუნდის მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა, ზოგისთვის 5%-იანი ბარიერის გადალახვა. წარმატებები ყველას.", - წერს ბუჩუკური.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...