Jump to content
Planeta.Ge

ვალერი ზალუჟნი - ოკუპანტებმა უკრაინაზე თავდასხმის ორი ტალღის დროს 25 რაკეტა ისროლეს, აქედან 23 უკრაინელებმა გაანადგურეს


რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიას საზღვაო და საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით დაარტყა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

მისივე თქმით, 8 მაისს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 22:00 საათზე, მოწინააღმდეგემ შავ ზღვაში განთავსებული ხომალდებიდან უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების მიმართულებით „კალიბრის“ ტიპის 8 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა, თუმცა საჰაერო თავდაცვის სარდლობა „ვოსტოკის“ ძალებმა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა 8-ვე მათგანი გაანადგურეს.

ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, 9 მაისს, უკრაინის დროით დილის 04:00 საათზე, რუსულმა ძალებმა სტრატეგიული საავიაციო თვითმფრინავებიდან - ოთხი Tu-95MS ბომბდამშენიდან - Х-101/Х-555 ტიპის 17 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. აქედან 15 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს. რაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განმარტებით, უკრაინის დაბომბვის ორი ტალღის შედეგად, ოკუპანტებმა „კალიბრისა“ და Х-101/Х-555 ტიპის 25 რაკეტა გაუშვეს, მათგან 23 უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვამ უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით გაანადგურა.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...