Jump to content
Planeta.Ge

სააპელაციომ 5 ივლისის საქმეზე საზმაუს ოპერატორზე ძალადობაში მსჯავრდებულებს მსჯავრი დაუმძიმა


5 ივლისის საქმეზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულებს – გიორგი წარუაშვილსა და გიორგი მაღრაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრი დაუმძიმა და 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამ გადაწყვეტილებით შეიცვალა პირველი ინსტანციის სასჯელი – საქალაქო სასამართლომ მათ 1 წლით და 3 თვით თავსუფლების აღკვეთა გასულ წელს მიუსაჯა.

პროკურატურა სწორედ აღნიშნული ორი პირის მიმართ სასჯელის დამძიმებას ითხოვდა.

დღესვე გამოცხადდა გადაწყვეტილება 5 პირის მიმართ ე.წ. მოპედის ეპიზოდზე. მათ მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

საქალაქოს გადაწყვეტილებით, ზაზა ჭაავას 1 წლით პატიმრობა; მურად დევდარიშვილის 1 წლით; თედო ბურდულს 3 წლით;  გენო გერმანიშვილს 3 წლით; გიორგი ხეჩუაშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.




პუბლიკა

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...