ნიკოლ ფაშინიანი რუსეთს ეწვევა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი დღეს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევით მოსკოვში გაემგზავრება, - ინფორმაციას რუსული მედია სომხეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ფაშინიანი, 9 მაისს „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
„პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოწვევით დღეს სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრება. პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დიდ სამამულო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, რომელიც 9 მაისს გაიმართება“,- აცხადებენ სომხეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურში.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.