Jump to content
Planeta.Ge

ვიტალი კლიჩკო - რუსეთმა ღამით კიევზე ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური თავდასხმა განახორციელა


კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსეთმა წუხელ კიევზე, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დრონების გამოყენებით ყველაზე მასიური თავდასხმა განახორციელა.

"ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალების წყალობით, 36-ვე დრონი ჩამოაგდეს. ეს არის ყველაზე მასიური თავდასხმა ჩვენს ქალაქზე ომის დაწყების შემდეგ", - აღნიშნა კლიჩკომ.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად ქალაქის არცერთი მცხოვრები არ დაღუპულა, თუმცა დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, საბავშვო ბაღი და სკოლა. ყველაზე სერიოზულად დაზიანდა მაღალსართულიანი შენობა სვიატოშინსკის რაიონში.

„ამ სახლში მცხოვრები ადამიანები დაშავდნენ. 5 ადამიანია დაშავებული, ორი საავადმყოფოშია, ერთს ოპერაცია ჩაუტარდა, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა მერმა.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...