Jump to content
Planeta.Ge

მარტის აქციების დროს დაკავებული, პარტია „საქართველოსთვის” წევრის, კოკა კობალაძის პროცესი გადაიდო


მარტის აქციების დროს დაკავებული, პარტია “საქართველოსთვის” წევრის, კოკა კობალაძის პროცესი ისევ გადაიდო.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.

„კოკა კობალაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას ედავება. სასამართლოს კობალაძის ადვოკატმა ვიდეო მტკიცებულებები წარუდგინა, სადაც ჩანს, რომ დაკავების დროს კობალაძე პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევს და არც შეურაცხყოფას აყენებს.

დღეს, სასამართლო პროცესზე მოწმის სახით პოლიციელები უნდა დაეკითხა, თუმცა პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არ გამოცხადდნენ, რის მიზეზადაც სამინისტროს წარმომადგენელმა პოლიციელების გადაუდებელ ოპერატიულ ღონისძიებაში მონაწილეობა დაასახელა. პარტია “საქართველოსთვის” წევრის, კოკა კობალაძის პროცესი 31 მაისს, 12 საათზე გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...