ვოლოდიმირ ზელენსკი „მეორე მსოფლიო ომში“ გამარჯვების დღის 8 მაისს აღნიშვნის ინიციატივით გამოდის
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოდის ინიციატივით, რომ „მეორე მსოფლიო ომში“ ნაციზმზე გამარჯვების დღე უკრაინაში 8 მაისს აღინიშნოს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამავდროულად, მან ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინაში 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნის შესახებ.
„ჩვენ ვუბრუნებთ ჩვენს სახელმწიფოს პატიოსან ისტორიას იდეოლოგიური გავლენის გარეშე. სწორედ 8 მაისს იხსენებს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას ნაცისტებზე გამარჯვების სიდიადეს. არ დავუშვებთ ანტიჰიტლერულ კოალიციის ერების ერთობლივი გამარჯვების მითვისებას და არ დავუშვებთ სიცრუეს, თითქოს გამარჯვება რომელიმე ქვეყნის ან ერის მონაწილეობის გარეშე იყო შესაძლებელი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან რუსეთის უკრაინაში შეჭრა ჰიტლერის ექსპანსიონისტურ მიზნებს შეადარა და განაცხადა, რომ ორივე რეჟიმის მიზანი ერთი და იგივეა - „მონობა ან განადგურება“.
„სამწუხაროდ, ბოროტება დაბრუნდა. როგორც მაშინ შემოიჭრა ბოროტება ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში, ასე ხდება ახლაც, როგორც მაშინ კლავდა ჩვენს ხალხს, იგივეს აკეთებს ახლაც“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.