უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე 9 მაისთან დაკავშირებით - ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ მტრის მზაკვრული ქმედებისთვის და თავდაცვისთვის
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი არ გამორიცხავს, რომ 9 მაისს, როდესაც რუსები 1941-1945 წლების „დიდ სამამულო ომში" „გამარჯვების დღეს“ აღნიშნავენ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია გამწვავდეს.
„შეუძლებელია 100%-ით დადასტურება ან უარყოფა. ვიდრე ომი გაგრძელდება ესკალაციის ალბათობა ყოველთვის იქნება, თარიღის მიუხედავად“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მალიარის თქმით, რუსებს უყვართ თარიღები და ისტორიული პარალელები, მაგრამ იყო საკმაოდ ბევრი ისტორიული და სადღესასწაულო თარიღი, როდესაც გამწვავება არ მომხდარა.
„ამიტომ, შეიძლება იყოს ან არ იყოს გამწვავება. ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ მტრის მზაკვრული ქმედებისთვის და თავდაცვისთვის", - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
რუსულმა ძალებმა ბოლო დღეებში ბახმუტის დაბომბვის ინტენსივობა საგრძნობლად გაზარდა, მაგრამ უკრაინის თავდაცვის ძალები ქალაქის შენარჩუნებას ახერხებენ. არსებული სიტუაციის კომენტირებისას, უკრაინის არმიის აღმოსავლეთის დაჯგუფების მეთაურმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ რუსები ყველანაირად ცდილობენ ბახმუტის 9 მაისამდე აღებას, უკრაინელი ჯარისკაცების ამოცანაა, მათ ამაში ხელი შეუშალონ.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.