უკრაინა აცხადებს, რომ ჩამოაგდეს 35 დრონი
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 8 მაისის ღამით მოიგერიეს რუსეთის მიერ კამიკაძე დრონებით, „Shahed-ით" შეტევა. უწყების ცნობით, 35-ვე უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის ოლქის აეროდრომიდან იყო გაშვებული.
8 მაისის დილას გავრცელდა ცნობები კიევის რამდენიმე რაიონში დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენის შესახებ. დაშავდა 5 ადამიანი, ინფორმაცია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, რვა გაშვება განხორციელდა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის კონცხის თარხანკუტის ტერიტორიიდან. უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, რაკეტები მოხვდა ერთ-ერთი კვების საწარმოს საწყობსა და რეკრეაციულ ზონას შავი ზღვის სანაპიროზე.
8 მაისის ღამით რუსეთის სტრატეგიულმა ავიაციამ Х-22 ტიპის რაკეტით იერიში მიიტანა ქალაქ ოდესაზე. იუწყებიან, რომ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის კონცხის თარხანკუტის ტერიტორიიდან რვა გაშვება განხორციელდა. უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, რაკეტები ერთ-ერთი კვების საწარმოს საწყობსა და შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ დასასვენებელ ობიექტს მოხვდა.
ირანული წარმოების კამიკაძე დრონების ჩამოგდების შესახებ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გასული წლის სექტემბრის შუა რიცხვებში განაცხადეს, მას შემდეგ უკრაინა რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას ირანული დრონების ჩამოყრის შესახებ.
მაშინ ირანმა და რუსეთმა უარყვეს რუსული არმიისთვის დრონების მიწოდება. თეირანმა ნოემბერში აღიარა რუსეთისთვის დრონების მიყიდვა.
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.