Jump to content
Planeta.Ge

წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას აღმოჩენილია მიწისქვეშა ნაგებობები, რომლებიც, სპეციალისტების დასკვნით, მე-19 საუკუნის სამარხს წარმოადგენს [ფოტო]


თბილისის მერიის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში აღმოჩენილია მიწისქვეშა ნაგებობები, რომლებიც, სპეციალისტების დასკვნით, წარმოადგენს მე-19 საუკუნის სამარხს.

მათივე ცნობით, შესწავლის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულები არიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და არქეოლოგები.

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ ადგილზე სამუშაოები წარმოებს სწორედ სპეციალისტების ზედამხედველობით, შესაბამისი წესების დაცვით და დამატებით ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაავრცელებენ.

1683463777-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1683463796-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1683463816-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1683464086-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...