ჩარლზ III-ის კორონაცია [ფოტოები]
ჩარლზ III გაერთიანებული სამეფოს მეფედ აკურთხეს, მისი მეუღლე კამილა — დედოფლად. ცერემონია 6 მაისს, ლონდონში, უესტმინსტერის სააბატოში გაიმართა 2 300 სტუმრის წინაშე, რომელთა შორის სხვადასხვა სახელმწიფოს 100 ლიდერიც იყო.
აღნიშნულს წინ უძღოდა მსვლელობა ლონდონის ბუკინგემის სასახლიდან სააბატომდე, კორონაციის შემდეგ კი მეფე და დედოფალი კვლავ სასახლეში დაბრუნდნენ.
პროცესისთვის თვალის მისადევნებლად ლონდონის ქუჩებში ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. ზოგიერთმა მოქალაქემ ადგილები წინა ღამით დაიბევა, რათა უკეთესი ხედით ენახა ცერემონია.
კორონაციას თან ერთოდა პროტესტიც მონარქიის წინააღმდეგ. პოლიციამ 52 ადამიანი დააკავა, რომელთა შორისაა ერთ-ერთი ცნობილი ანტი-მონარქისტული ჯგუფის, “რესპუბლიკის” ლიდერი.
აქტივისტებმა და უფლებადამცველებმა გააკრიტიკეს სამართალდამცავთა ეს ქმედება, პოლიცია კი ამბობს, რომ დაკავებულნი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და სხვა ქმედებებში არიან ეჭვმიტანილნი.
ჩარლზ III-ის დედა, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II, გასული წლის 8 სექტემბერს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დიდი ბრიტანეთის მონარქებს შორის ყველაზე დიდხანს, 70 წლის მანძილზე იკავებდა ტახტს.
მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა ბუკინგემის სასახლის აივანზე. ფოტო: EPA-EFE/Neil Hall
მეზღვაურთა მარში იმ დროს, როცა მეფე და დედოფალი ბუკინგემის სასახლეში ბრუნდებიან კორონაციის შემდეგ. ფოტო: EPA-EFE/STR
ლონდონის ქუჩებში ათასობით მოქალაქე გამოვიდა პროცესზე თვალის მისადევნებლად. ფოტო: EPA-EFE/STR
ლონდონის ქუჩებში ათასობით მოქალაქე გამოვიდა პროცესზე თვალის მისადევნებლად. ფოტო: EPA-EFE/STR
მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა ბუკინგემის სასახლეში ბრუნდებიან. EPA-EFE/STR
მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა ბუკინგემის სასახლეში ბრუნდებიან. EPA-EFE/STR
მონარქიის საწინააღმდეგო პროტესტი ლონდონში. დემონსტრანტს ტანისამოსზე აწერია “[ის] არ არის ჩემი მეფე”, ერთ-ერთ პლაკატზე კი წერია “აიკრძალოს მონარქია”. ფოტო: EPA
სამეფო საჰაერო ძალების ავიაშოუ ლონდონის თავზე. ფოტო: EPA-EFE/STR
მოქალაქე ტელეფონს ამოწმებს მეფისა და დედოფლის მოლოდინში. ფოტო: EPA
სამეფო ოჯახის წევრები ბუკინგემის სასახლის აივნაზე. ფოტო: EPA
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.